პარტიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაზე – რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!

რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაბეიშვილი წერს, გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო.
„მუხლი 224. ბანდიტიზმი – მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია