ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში ეტლით მივიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, , რომელიც რამდენიმე წუთის წინ კლინიკიდან გაწერეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში სპეციალიზებული ეტლით გადაადგილდება. მას გადადგილებაში ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმარებიან.
„მეგობრებო, ფეხზე დავდგები, დავდივარ, პრობლემა არ მაქვს, არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ, თავბრუ მეხვევა, გულის რევის შეგრძნება მაქვს და წოლითი რეჟიმი მაქვს. სხდომათა დარბაზთან გავაკეთებ განცხადებას და გთხოვთ, მომეცით შესაძლებლობა რომ მივიდე,“ – მიმართა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. მან დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო. თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს