ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს – გიყვართ ხოლმე ამერიკული კანონის მოშველიება, ნუ ატყუებთ ხალხს, ცუდი საქციელია

ეს კანონი სადაც მოქმედებს, მოქმედებს მტრული, ამ შემთხვევაში, ს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიყვართ ხოლმე ამერიკული კანონის მოშველიება, ნუ ატყუებთ ხალხს, ცუდი საქციელია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „უსერიოზულესი პრობლემაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის გზაზე შესაძლოა, შემაფერხებელი გახდეს, სწორედ, ივანიშვილის ხელისუფლება“.
„ყველას კარგად გვესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ კანონის მიღებით. ცხადია, ეს დააზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ქართველი ხალხის, მომავლის ინტერესს. შესაბამისად, ცხადია უსერიოზულესი პრობლემაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის გზაზე შესაძლოა, შემაფერხებელი გახდეს, სწორედ ივანიშვილის ხელისუფლება.
მოდი, ნუ მოატყუებთ საზოგადოებას. ეს კანონი სადაც მოქმედებს, მოქმედებს მტრული, ამ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიყვართ ხოლმე ამერიკული კანონის მოშველიება, ნუ ატყუებთ ხალხს, ცუდი საქციელია. ნუ იქნებით იმის თანამონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე პრობლემაა”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამ თემისა, ხაბეიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები იყო „მკაცრი და მკაფიო“.
„ეს იყო ძალიან მკაცრი და მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო, რომ დიახ, შესაძლოა, უმრავლესობის წევრებს მოუწიოთ სანქცირება. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის გამოსავალი ვერ იქნება. გამოსავალი ისაა, რომ ეს კანონი არ მიიღონ და ეს ხელისუფლება შევცვალოთ. ახლაც რომ წაიღონ უკან ეს კანონი და ხელისუფლება არ შევცვალეთ, ორ თვეში შეიძლება უკან შემოაბრუნონ”,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, თუ საქართველო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
კითხვაზე : „შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა?“, მილერმა უპასუხა: „ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წავა, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ“, – აღნიშნა მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ