ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, არის მიხეილ სააკაშვილი.
„ჩემო ძვირფასებო, ჩემმა კოლეგებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს, საქმიანად. მე მინდა, ერთი რამე გთხოვოთ და ამყვეთ – „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“. ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვო თავისუფლება ქართველ ხალხთან ერთად. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე „ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს“, თურმე, „სადაც უნდათ ეს სტატუსი იქ წაიღონ“ და „თუ არ მოგვცემენ პრობლემა არ არის“. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს 1:0-ს და წინ არის დიდი გამარჯვება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.