ლევან ხაბეიშვილი – მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს – დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასე ისაუბრო არც ქართულია და არც ჩვენს ტრადიციებშია

მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ს კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი „არაქართული“ საქციელია.
„ჯერ ერთი, სამართლებრივად „ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შეთითხნილია ეს ბრალი, კლანის მოსამართლეების გასამართლებულია. მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს. დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთ რამ ისაუბრო არც ქართულია და არც სჩვენს ტრადიციებშია, ზოგადად სამართალს რომ თავი დავანებოთ.
დღეს ბორის ჯონსონმა მიულოცა დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს. გვესმის ხომ? პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ხოლო ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს ისე მოიხსენიებენ და მათ შორის მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე