“ინფრასტრუქტურის სამინისტროში არის პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების ჯგუფი შესული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქარსელაძისგან ითხოვენ 150 მილიონ დოლარს, ნახევარ მილიარდ ლარამდეა საუბარი – მას და მის სამინისტროში უნდა შეგროვდეს ეს ფული, თავისი მუნიციპალური განვითარების ფონდით გაგრძელებული… ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც საუბარია 150 მილიონ დოლარზე, რომელიც ქარსელაძემ უნდა მიიტანოს. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში შვებულებიდან გამოიყვანეს 12 პროკურორი, 12 პროკურორი გამოიყვანეს შვებულებიდან იმის გამო, რომ ეს საქმეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიკრას – ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ქარსელაძის და გომელაურის წინააღმდეგ. უნდა ვთქვა ერთი რამე, გომელაურზე ისე არ ჩქარობენ, როგორც დანარჩენ სამზე. შვებულებიდან გამოყარეს ხალხო, სწრაფად ეს საქმეები გააკეთეთო. მაგალითად, ბათუმის მერი საფრანგეთში მიდიოდა, არ გაუშვეს საზღვარზე და მაქვს ინფორმაცია, რომ ან დღეს ან ხვალ დააკავონ. თუმცა, მე რომ საჯაროდ ვსაუბრობ, შეიძლება რამდენიმე დღე თავისუფლება ვაჩუქო – მიჩუქნია მისთვის თუ ხვალ არ დააკავებენ, მაგრამ ჩიქოვანმა ხომ იცის ჩემს გარეშეც რომ თუ საზღვარზე არ გაუშვეს, საფრანგეთში მიდიოდა, ალბათ გარბოდა ამ რიჟვაძის საქმეებიდან გამომდინარე…” – ამბობს ენმ-ის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “ფორმულასთან” საუბრისას.
