„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქვემო ქართლი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, ახლა ვართ შიდა ქართლში, ვიყავით სამცხე-ჯავახეთში, ხვალ ვიქნებით კახეთში, შემოვიარეთ ფაქტობრივად მთელი საქართველო. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ადგილობრივ ლიდერებს, ვისზეც დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართული დემოკრატია. დიახ, ამ ადამიანების წყალობით არის, რომ ქართველ ხალხთან ერთად მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა ეს ადამიანები, დიდი ხნის წინ არ იქნებოდა ამ ქვეყანაში ოპოზიცია, დიდი ხნის წინ დაბნელდებოდა და დიდი ხნის წინ ჩაგვაბარებდა რუსული პარტია რუსეთს. შესაბამისად, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ვუხდით მადლობას და ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც ქართველმა ხალხმა დაწყებული გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და საბოლოო ჯამში უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამას ჩვენ გარდა ცხადია არ გააკეთებს არავინ. რუსული პარტია რომ არც რეკომენდაციების შესრულებას აპირებს და არც ევროკავშირში შესვლას, ეს მგონი კარგად ესმით ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.