„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ლიდერებთან ერთად გეგმავენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ემზადებიან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
„ვხვდებით ქობულეთში ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, მადლობას ვუხდით სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ ქვეყნისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს ამ წლების განმავლობაში „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. გამარჯვება, რომელიც მოპოვებული გვაქვს და „რუსულ ოცნებას“ ქართველი ხალხი უგებს 1:0-ს, მივიყვანოთ ბოლომდე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.