ლევან ხაბეიშვილი – ელისაშვილის ცემა საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან – „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ – დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ხალხი ვერავის „დაუჩმორებია“

ს ცემა იყო მიზანმიმართული და საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან – „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ – ივანიშვილი და მისი ბანდა ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, თავად არის ამ დავალების გამცემი და აღნიშნავს, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის “დაუჩმორებია”.
„ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერების ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი აქვთ. რაც ვნახეთ ცხადია, ძალიან მძიმე იყო ამის ყურება. „რუსული რეჟიმის“ პირობებში ისინი ასე იქცევიან, შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ, ცხადია, მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას, რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა. ამიტომ არ აქვთ განცდა, რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას, პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს. ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო. ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის, საზოგადოებას. რატომ?! იმიტომ, რომ ეუბნებიან „პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ?“ „სადმე დაგიმარტოხელებთ“ – ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის “დაუჩმორებია”. ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის. რასაც ყოველდღიურად აკეთებენ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ