ლევან ხაბეიშვილი – დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა

დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
საქართველოს გასაბჭოებიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშზე ხაბეიშვილმა საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებას შეადარა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე , თავისი შინაარსით, რუსია.
“სამწუხარო რეალობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის საბჭოთა ხელისუფლება. რუსეთის აგენტურაა მოთავსებული დღეს მაღალ თანამდებობებზე, მიტაცებული აქვთ ხელისუფლება და ძალაუფლება.
13 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ქვეყანაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არის ოკუპანტისთვის და ერთი აგენტი რომ არ ჰყავთ გამოვლენილი, ალბათ, საზოგადოება ხვდება, რომ თავად არიან აგენტები, თავად არიან ჯაშუშურ საქმიანობაში და, შესაბამისად, საქართველოს თავისუფლებისთვის უწევთ ადამიანებს ბრძოლა.
ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, ეს იქნება ძალიან რთული, ძალიან მძიმე და მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა – ჩემო ძვირფასებო, მნიშვნელოვანია ერთობა და ბრძოლა, ეს ბრძოლა მარტივი არ იქნება. მისი შინაარსით რუსია – ის მზად არის, რომ დაასახიჩროს ქართველები, დაიჭიროს და ჩაყაროს ციხეში, ყველაფერი ძალადობრივი ჩაიდინოს, ამიტომ, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა.
მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა