ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნეს

პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, დაზარალებულად ცნო. საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელების მხრიდან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე.
“23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.
ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე”, – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.