ლევან ხაბეიშვილი – ასობით ათასი ადამიანი აიძულეს სამშობლო დაეტოვებინა, ხალხი გააღარიბეს, სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები – უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, მასხრად აიგდონ ხალხი

არის ამ ხელისუფლების სარკე – 12 წლის განმავლობაში გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, აიძულეს ასობით ათას ადამიანს დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
„შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1000$ – ით წავიდა ევროპაში და მიმტანად იმუშავა, რათა თავის რჩენა შესძლებოდა. ასეთი წესიერებით გავხდი პრემიერ – მინისტრიო და … და, შეგიძლიათ მხოლოდ მის დეკლარაციაში ნახოთ ეს ღარიბი, “წესიერი” ახალგაზრდა როგორ უეცრად გამდიდრდა, როგორ იხდის 500 000 ლარს ორ ავტომობილში, როგორ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეებში, როგორ დაიმტკიცა ტყეები, როგორ ხარჯავს წლიდან წლამდე 100 000-ობით ლარს და ამასობაში, როგორ გახდა მისი პენსიონერი, შეჭირვებული მამა მულტი მილიონერი.
ეს ადამიანი არის სარკე ხელისუფლების. 12 წლის განმავლობაში როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, როგორ აიძულეს ასობით ათას ადამიანს დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, როგორ გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები.
უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა მასხრად აიგდონ ხალხი, დასცინონ და სათამაშოებად ჩათვალონ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის