ლევან ხაბეიშვილი – ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას – ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება

ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ახალგაზრდებს, საზოგადოებას , – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არავის სჭირდება, რაც დღევანდელმა დღემაც აჩვენა.
“დღევანდელმა დღემაც, ფაქტობრივად შვიდ – საათიანმა პროცესმა აჩვენა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება, ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს ვერცერთი ადამიანის სიკეთეს, ერთი ადამიანი კი არ მოიძებნება, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას ევროკავშირისგან. საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილსა და მისი ხელისუფლებას ასე ღიად უჭირთ თქმა, რომ არ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ შეფარვით, მათ შორის ამ კანონითაც, რომელიც ვერ წაიკითხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ვერ წაიკითხეს -ს სახელმწიფოს დეპარტამენტში, ვერ გაიგო ევროკავშირის ელჩმა, გერმანიის კანცლერმა, პოლონელებმა, ფრანგებმა, ესტონელებმა. ს, ივანიშვილს და ს თუ კითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მხოლოდ ზარქუამ, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ გაიგო ეს კანონი, სხვა დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, ვინც ეს კანონი გაიგო და თქვა, რომ პოზიტიურია, სწორია და საქართველოს მოქალაქეს ჭირდება. ამ შვიდი საათის განმავლობაში, თქვენ ხედავთ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო დარბაზში, როგორი დაძაბული სიტუაციაა ზოგადად ქვეყანაში. ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა ამ კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას. თუ არ უნდათ საზოგადოების დაქსაქსვა, დაპირისპირება, ხუთ თვეში არის არჩევნები, რატომ უნდათ, რომ აქციები იყოს? რატომ ემუქრებიან ახალგაზრდებს, რომ თავპირს დაალეწავენ, გაზს ასუნთქებენ და ცივი წყლის ჭავლით დაშლიან? რატომ აკეთებენ ამას? არ არსებობს ამაზე პასუხი გარდა ერთისა, მათ აქვთ კონკრეტული დავალება ს ხელისუფლებისგან, რომ ეს კანონპროექტი გაიტანონ. აფხაზეთშიც იგივე დაავალეს და კითხვა დავსვი ამ პარალელზე, მაგრამ პასუხი არ აქვთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამით დასავლეთ ეუბნება, რომ მისი გავლენის ქვეშაა საქართველო, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი. რა ვუთხარი ამ ფულს, მონობას, თორემ ალბათ ამას არ გააკეთებდნენ, ამიტომ ახლა მზად არიან ეს გააკეთონ.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს არ არის პარტიული აქციები, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, ვინ მოგწონთ და ვინ არა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
დღეს კალაძემ საბჭოთა კავშირს შეადარა ევროპა და ამერიკა. ამბობს, რომ არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის და როგორი დავალებაც „ცეკადან“ მოდიოდა, იგივე დავალება მოდის დასავლეთიდანო. ამ ადამიანებს არ სურთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანაში არ იყოს დემოკრატია, არ იყოს თავისუფლება. საბოლოო ჯამში თავად კალაძეს, ივანიშვილს სურთ იყვნენ ამ ქვეყანაში, იშოვონ მილიონები და ქართველი ხალხი წავიდეს ემიგრაციაში, მაგრამ ეს არ გამოუვათ.
საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო – უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმაც, თქვენი პროტესტიც, რომ გააგებინოთ იმათ, ვისაც არ უნდა იმ სიმართლის გაგება, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია“მ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა