ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში სახალხო დამცველი მივიდა

ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს – პოლიციის მხრიდან სპეციალური საჭიროების გამოყენება საჭირო არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.
როგორც იოსელიანმა ს მონახულებამდე აღნიშნა, თავად აქციაზე იმიტომ არ იმყოფება, რომ მანდატს ასრულებს და მისი საქმე იზოლატორებისა და დაკავებული ადამიანების მონახულებაა.
„ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს. მაშინ როდესაც სამართალდამცველებმა სპეციალური საჭიროების გამოყენება დაიწყეს, ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო, რადგან აქცია იყო მშვიდობიანი. რაც შეეხება ჩემს აქციაზე ყოფნას, მე ვასრულებ სახელმწიფო მანდატს – დავდივარ იზოლატორებში, დაკავებულ ადამიანებს ვნახულობ – ეს არის ჩემი საქმე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას ჯერ სამართალდამცავებმა გაარიდეს, ხოლო შემდგომ სცემეს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხაბეიშვილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ