თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროტესტის ნიშნად არ ესწრება. მისი თქმით, არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრას უზღუდავენ.
ლევან ხაბეიშვილის წერილობითი პოზიცია ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გააცნო სასამართლო:
“მედავებიან მხოლოდ საუბარს. პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან. არასრულწლოვანებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? შობას კარგი იყო, რომ დაიპრანჭებოდნენ თანამდებობის პირები შვილებთან ერთად? ჩემი შვილები ბავშვები არ არიან? რით დაიმსახურეს ასეთი გამწარებული სკოლის ასაკი…. ვწუხვარ ამ სიბოროტის გამო, ვინც ამას ხელს აწერთ “, – წერს ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში.
მურთაზ ზოდელავას განცხადებით კი, გამომდინარე იქიდან, რომ ხაბეიშვილი არ ესწრება პროცესს, თავადაც უარს ამბობს დღეს პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა არა პროტესტის ნიშნად.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.




