„MEGOBARI აქტი” მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე , – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „MEGOBARI აქტი” ხელს შეუწყობს აშშ-ის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.
“ძალიან მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტი” , რადგან ის მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე. კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი ძალის მქონეა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში.
„MEGOBARI აქტი” ხელს შეუწყობს ამერიკის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
