ლევან ცუცქირიძე – „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ – უფლება რომ მივცეთ, არჩევნებსაც გააუქმებენ

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მსვლელობაზე განაცხადა, სადაც ხელახალი ს დანიშვნას ითხოვენ.
მისი თქმით, მმართველი პარტიას უფლება რომ მიეცეს, არჩევნებსაც გააუქმებს.
„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რადგან მეგობრებს მტრებს ეძახის და რუსებს და ოკუპანტებს მეგობრებად გვასაღებს. რა თქმა უნდა, ამას თავის სამწუხარო შედეგები ექნება. რა საერთაშორისო გამოძიება, ამათ უფლება რომ მივცეთ, არჩევნებსაც გააუქმებენ და ეს იქნება ბოლო არჩევნები“, – დასძინა ცუცქირიძემ.
ინფორმაციისთვის, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის – გვარამია,მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, .

ასევე დაგაინტერესებთ