ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ერა, სადაც ხელისუფლებების ცვლილება არის ჩვეულებრივი მოვლენა

ეს უნდა გახდეს ბოლო , რომლის მითვისებასაც ცდილობენ, ეს უნდა დასრულდეს საქართველოში , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა და ეს იცის „იმ ხალხმაც, რომელსაც ახლა ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები“.
„დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს. არცერთი წამით ვინმეს ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ეს იცის ყველამ, ეს იცის იმ ხალხმაც, რომელსაც ახლა ოკუპირებული აქვს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და საქართველოს რუკებს უკვე სამაჩაბლოს და ს გარეშე აჩვენებენ პრეზენტაციებზე.
მინდა, ვთქვა, რომ არავის ოპოზიციაში არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს მთავრობა არასოდეს არ შექმნიდა სრულიად სამართლიან, კონკურენტულ, თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს. საერთოდ არ უნდა გესმოდეს ამ ქვეყანაში რა ხდება, რომ ასეთი მოლოდინი გქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით ყველა იმ მანიპულაციას, რაც მოხდა. ჩვენ არ ველოდით იმას, რომ ეს ხელისუფლება გამოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი დემოკრატიული, ღირსეული ქვეყნის მთავრობა, აღიარებდა დამარცხებას და გადააბარებდა მმართველობას ახალ კოალიციას და მოემზადებოდა ოპოზიციაში ბრძოლისათვის. ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, რომლის მითვისებასაც ცდილობენ, ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, სადაც ადამიანები ისე ჩამოჰყავთ თავის მიტინგებზე მმართველ პარტიას, რომ მათ სახის გამოჩენაც კი ეშინიათ. ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, სადაც მასწავლებლებს ხმის მიცემას აიძულებენ, სადაც ადამიანებს გული უსკდებათ, ისეთი გარემოა ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს საქართველოში. საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ერა, სადაც ხელისუფლებების ცვლილება არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.