ლევან ცუცქირიძე – დღეს არაფერი მთავრდება, დღეს იწყება ახალი ეტაპი – დღეიდან ეს იქნება თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას

მნიშვნელოვანია საგარეო ფორმატში ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიციების მათთვის თქმა, განმარტება,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ს ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ლევან ცუცქირიძის თქმით, ამ ბრძოლას ყველა მიმართულებით მუშაობა სჭირდება.
„ზუსტად არ ვიცი, ვინ წავიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია საგარეო ფორმატში ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიციების მათთვის თქმა, განმარტება. ასე რომ, ჩვენ ხან ვიქნებით აქციაზე, ხან ვიქნებით დიპლომატიაში, ხან ვიქნებით სხვაგან. ეს არის ბრძოლა, რომელსაც სჭირდება ყველა მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის ის, რაც არაერთხელ გამოაცხადეს.
„ეს არის ბრძოლა სამოქალაქო პროტესტის საშუალებით, სამართლებრივი და სხვა პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით და ეს არის ბრძოლა დიპლომატიურ ფრონტზე.
ამ გეგმას მივყვებით. დღეს არაფერი მთავრდება. დღეს იწყება ახალი ეტაპი. ეს არ არის პარლამენტი.დღეიდან ეს იქნება უკვე თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. ეს არის პარლამენტი, რომელსაც არ აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია, არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და საერთაშორისო მეგობრების ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა