ლევან შატბერაშვილი: …ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

როგორ უნდა იყოს ბედნიერი ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი პენსიონერი, როდესაც მას საერთოდ არაფრის ყიდვა არ შეუძლია? ხედავს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მისთვის არაფერი კეთდება. ამიტომ, პრემიერმა გადაწყვიტა არა ის, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას, არამედ მოძებნოს განტევების ვაცი. არა რეალური დამნაშავე, არამედ ის, ვინც შეიძლება მათთვის სასურველი არ იყოს , – ამის შესახებ პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრმა, ლევან შატბერაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, ფასების შესახებ გამოძიების დაწყება სპექტაკლი იქნება და როდესაც პროდუქტები არ გაიაფდება, ამასაც “დიფ სტეიტს” დააბრალებენ.
“ჩვენი მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ მუდმივად ეპოტინებიან სხვადასხვა ეკონომიკურ შედეგებს, რაც არის მათი პროპაგანდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი მუდმივად ამბობენ, რომ „ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომ უპრეცედენტო შედეგები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ საქართველო ხან ათეულშია და ხან მესამე ადგილზეა, უსწრებს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ყველაფერი კარგად არის, აი, ცოტა ხნის წინ “ფერარის” ცენტრი გაიხსნა“ – ამას უყურებს ქართველი პენსიონერი, შეიძლება ვიღაც ტყუვდება, ვიღაც არ ტყუვდება, მაგრამ როდესაც ჯიბეში ხელს იყოფს და იქ აქვს 350 ლარი, თან სესხი აქვს აღებული, დაახლოებით, 30%-ში, იგი ხვდება, რომ ეს ორი რამ – პროპაგანდა და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ინფლაცია, რომელიც, დაახლოებით, 11%-ია. როგორ უნდა იყოს ბედნიერი ამ ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი პენსიონერი, როდესაც მას საერთოდ არაფრის ყიდვა არ შეუძლია? ხედავს, რომ “ყველაფერი კარგად არის”, მაგრამ მისთვის არაფერი არ კეთდება. ამიტომ, პრემიერმა გადაწყვიტა არა ის, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას, არამედ მოძებნოს განტევების ვაცი. არა რეალური დამნაშავე, არამედ ის, ვინც შეიძლება მათთვის სასურველი არ იყოს.
“ქართული ოცნებისთვის” დეკლარირებული ერთგულება სრულებითაც არ ნიშნავს გადარჩენას. ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული სუსის უფროსით დამთავრებული. ვის როგორ აითვალწუნებენ, ეს არის ძალიან საინტერესო.
უნდა ვიცოდეთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ჩაეხსნა ევროკავშირის ათასგვარ და ძალიან კარგ როგორც ინიციატივას, ასევე ბენეფიტს, რომელიც ჩვენ გვქონდა, უნდა გვქონოდა და უნდა გვეხეირა, ეს ხალხი (“ქართული ოცნება”) ხვდება, რომ საქართველოს მოუწევს გარკვეული ფასების გაძვირება. ამიტომ, წინასწარ აცხადებენ, რომ არსებობენ ვიღაცები, უნდა დაიწყიოს გამოძიება, უნდა დაიდგას ეს სპექტაკლი და მერე, თუ ვერ დაუკლეს, ათასგვარი ხერხები აქვთ – იქ “დიფ სტეიტმა” აუწია “ნუტელაზე” ფასი, შაპიტოს დონეზე დაიყვანენ ამ ყველაფერს, გვეტყვიან, რომ “დიფ სტეიტი” მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში მაღალი ფასები იყოს, ჩვენ მას ვებრძვით, არ ვნებდებით, ჩვენ გვინდა, რომ დაბალი ფასები იყოს და ა.შ.
ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” თავის ტყუილების ლიმიტს მალე ამოწურავს თავისი უერთგულესი ამომრჩევლის წინაშეც კი”, – განაცხადა შატბერაშვილმა.