ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ხომ ამბობენ კონსერვატორები ვართო? ხომ ამბობენ ქალი ქალია და კაცი კაციაო? ხომ ამბობენ დედა დედაა და მამა მამააო?
გუშინ მათი აზრით “კაცებმა” ცემეს 9 შვილის დედა.
მართლა. გუშინ ქოცებმა ცემეს ქალი, რომელსაც ჰყავს 9 შვილი.
ჯერ ქალის ცემა როდის აქეთ არის ქართული კულტურის ნაწილი? მერე ხალხის ჯგუფურად მიპარვით ცემა როდის აქეთ არის ქართული კულტურის ნაწილი? რომელ კაცს ჰქვია კაცი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს? რომელ კაცს ჰქვია კაცი, რომელიც ასეთ რამეს ფულის გულისთვის აკეთებს?
ეს არ იკმარეს: დღეს მაღალჩინოსნები გამოალაგეს და ისინი კითხულობენ, მანდ ვინც გავლახეთ ქალი არცერთი არ იყო, რაღაც სხვა ჯიშისანი იყვნენო.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი რამის თქმა ძალადობის წახალისებას ნიშნავს, როგორ ფიქრობთ, რას უწოდებს ქალს ქართული ოცნება თუ არა ადამიანს, რომელმაც ცხრა შვილი გააჩინა? სხვა ჯიშიაო რომ ამბობს რეჟიმი, ვის გულისხმობს?
ესენი ისეთივე კონსერვატორები არიან, როგორი კაცებიც არიან. ესენი ისეთი ქართველები არიან, როგორი მორწმუნეებიც არიან. ესენი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი და ამიტომ ზუსტად ისევე დაისჯებიან, როგორც ყველა მოძალადე ისჯება ხოლმე.