: ქართველი ოლიმპიელები საყოველთაო სიყვარულს პარტიულ ერთგულებაში და ქვეყნის მსახურებას პარტიაზე მუშაობაში ცვლიან

ფილოსოფოსი :
ოლიმპიელობა უდიდესი პატივია.
ჯერ ერთი, ოლიმპიადაზე რომ გადიხარ, ეს ნიშნავს რომ რაღაც სპორტის სახეობაში ადამიანთა 0,01 პროცენტში შედიხარ.
თუ იგებ, ეგ ხომ საერთოდ უნიკალურ ადამიანად გაქცევს. თან მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ შენს ქვეყანაში.
ქვეყანას რაც შეეხება, როგორც წესი ოლიმპიელები ეროვნული გმირების რანგში არიან აყვანილები. ისინი წარმოადგენენ მთელს ქვეყანას და ამიტომ ქვეყანაც ძალიან აფასებს მათ. ოლიმპიელი თითოეული მოქალაქის სიამაყეა.
მაგრამ როგორც ყველგან უიაფესი ჩინური რესტორანია საქართველოში ყველაზე ძვირი და ყველგან ფასთფუდი საქართველოში პაემნების ადგილია, ზუსტად ასევე, ქართველი ოლიმპიელები საყოველთაო სიყვარულს პარტიულ ერთგულებაში და ქვეყნის მსახურებას პარტიაზე მუშაობაში ცვლიან.
ამაზე უფრო დიდი დამდაბლება და დამცირება არ არსებობს.
თან ის კი არა რომ სანაცვლოდ რამე მაღალი თანამდებობა მიიღო. არა – ვიშიბალას როლს ასრულებს. ოლიმპიელი კაცი ჩააყენეს კარში და პროტესტის მონაწილეების გინება დაავალეს.
ავტოგრაფების გაცემისა და ახალი სპორტსმენების გაზრდის მეტი არაფერი უნდა ეკეთებინა და ვიღაც ჭკუასუსტებთან ერთად შუათითების გამოყოფით არის დაკავებული ასეთი მიღწევების მქონე სპორტსმენი.
და თან რისი გულისთვის? მილიონი ლარი და ალბათ რამე წილები სამშენებლოებში ან საშაურმეებში. და ესეც დგას და…
დიდი სირცხვილია. ყველაფერი ასეთი სამარცხვინო ხდება, რასაც ქოცები ეხებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…