ლევან ღამბაშიძე: სტადიონზე რომ იყავით იქ ხომ არ გაგირჩევიათ ვინ ვისკენ იყო. ეხლაც ეგეთი ერთიანობის მომენტია

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი შეადარა რუსული კანონის მიღების ამბავს. თან როგორ ოსტატურად:
მაშინაც და დღესაც წყდებოდა სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობის საკითხიო.
ოცნების ამომრჩეველი ვინც ხართ, ხომ კარგად აცნობიერებთ რასაც აკეთებს ოცნება? ხომ ზუსტად იცით რომ საბჭოთა კავშირის და ევროკავშირის გაიგივება რუსული პროპაგანდაა? ხომ ხვდებით რომ ქვეყნისთვის ენის წართმევა არ თანაბრდება რუსული კანონის მიმართ დასავლეთის შეშფოთებასთან?
შეუძლებელია რომ ეს არ გესმოდეთ. ხოდა ვინაიდან გაგება უკვე შედგა, მოქმედების დროა. თქვენი მომავალიც ისპობა ამ კანონით და მისი მიღებით გამოწვეული შესაბამისი შედეგებით. თქვით რამე, დაწერეთ, დაურეკეთ ქოც ნაცნობებს, უთხარით რასაც ფიქრობთ, ქუჩაში დადექით…. რამე ქენით. სტადიონზე რომ იყავით იქ ხომ არ გაგირჩევიათ ვინ ვისკენ იყო. ეხლაც ეგეთი ერთიანობის მომენტია,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის კედელზე გაკვრა შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი

იუჯინ ჟუკოვი „ზანგეზურის დერეფანზე“ – ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერას