ლევან ღამბაშიძე: პირველ არხზე ვინც მუშაობს, დღეიდან არა მხოლოდ მორალურად მტყუანები არიან არხზე მომუშავე და ბოიკოტში მყოფ ყველა თანამშრომელთან, არამედ…

“დღეს მთელი დღეა ვრცელდება პირველი არხის ჩეკისტი ბორდის სხდომა, სადაც რეჟიმის მსახურები საუბრობენ მასონებზე, შეთქმულებებზე, საბოტაჟზე და პროკურატურას მოუწოდებენ პირველი არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმის აღძვრისაკენ.
პირველ არხზე ვინც მუშაობს, დღეიდან არა მხოლოდ მორალურად მტყუანები არიან არხზე მომუშავე და ბოიკოტში მყოფ ყველა თანამშრომელთან, არამედ უკვე თანამონაწილეები არიან მათი პოლიტიკური დევნის.
აი მართლა ასე მარტივად არის ყველაფერი” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა-განხილვა დაასრულა – 21 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიმართ თანამშრომლების მიერ წაყენებული ბრალდებებისა და მათგან გამომდინარე ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, მ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.