“ოცნების მხარდამჭერებო, დარწმუნებული ვარ ძალიან განიცდით იმას, რაც ბათუმში მოხდა და ხვალ აპირებთ აქციის გამართვას მოთხოვნით: დაისაჯოს ყველა, ვის გულგრილობასაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ასეთი მიტინგის მოწყობა ძალიან ჩვეულებრივი რამაა დემოკრატიულ ქვეყანაში და მჯერა რომ ხვალ მართლა ვერ გაჩერდებით სახლში და საკუთარ არჩეულ “მთავრობას” თქვენს უკმაყოფილებას აჩვენებთ.
ოღონდ, გაითვალისწინეთ: კი სპონტანურად გამოხვალთ ხვალ ქუჩაში, მაგრამ მერიას მაინც მიწერეთ წერილი. კანონია ახალი ასეთი.
ეციება, მაგრამ ნიღბები არ გაიკეთოთ.
თუ ბევრნი იქნებით, ქუჩა არ გადაკეტოთ. 5000 ლარია ჯარიმა.
თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტარიც დაინახეთ, ან ის, ვინც მშენებლობაზე ღობის აშენებაზე იყო პასუხისმგებელი, არ შეაგინოთ. მაგაზეც 5000 ლარია ჯარიმა. სასრთოდ ხმა არ გასცეთ. ჩუმად, უსიტვოდ მოიკალით ბრაზი გულში. რა იცი იმას რა ეწყინება.
მოკლედ, თქვენს მოსაწონად რომ კანონებს იღებდა მთავრობა და თქვენ რომ გიხაროდათ ჩვენ რომ ვიჩაგრებოდით, აი ეგ კანონები ახლა თქვენვე გამოგკეტავთ სახლებში.
ასეთი ჯოჯოხეთი დატრიალდა და ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვთ და შესაბამისად მაგ ბრაზსაც გულში ჩაიკლავთ. მეტიც: მაგ ბრაზისგან ხვალ დილით მხოლოდ “ყველგან ხდება” დარჩება.
და ასე მორჩება თქვენი ადამიანობა საბოლოოდ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.