: მარტივად: რუსეთმა მოხსნა საქართველოს სუსის უფროსი

ფილოსოფოსი :
18 აგვისტოს რუსეთის ეფებემ განცხადება გაავრცელა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქების მოსაწყობად სატვირთო მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა.
იმავე დღეს ოცნების სპიკერმა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა – “შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს – ამას დადგენა სჭირდება”.
23 აგვისტოს საქართველოს სუსის უფროსი, ოცნების დაწინაურებული ლიდერი ოხანაშვილი, ამ პოსტზე მხოლოდ ხუთთვიანი მსახურობის შემდეგ გადადგა.
მარტივად: რუსეთმა მოხსნა საქართველოს სუსის უფროსი.
დღეს რუსეთმა, საქართველოს სასამართლოს ხელით, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა რუს აქტივისტს ანტონ ჩეჩინს. ყველაზე დიდი სასჯელი, ვისთვისაც აქამდე მიუსჯია.
ხოდა სუვერენიტეტზე რომ დაგიწყებენ საუბარს ეს უთხარით: არ არის ქვეყანა არც დამოუკიდებელი და არც სუვერენული, თუკი მის უსაფრთხოების სამსახურსა და სასამართლოს სხვა ქვეყანა აკონტროლებს.(პარლამენტზე და მთავრობაზე აღარც მაქვს ლაპარაკი)

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…