: საპატრიარქოს არ უჯერებს ხალხო. ესაა კონსერვატორი და ეროვნული მთავრობა?!

ფილოსოფოსი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება:

საპატრიარქოს არ უჯერებს ხალხო. ესაა კონსერვატორი და ეროვნული მთავრობა?!

ცნობიოსათვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს „პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ აქვს საკითხი დაყენებული, რომ რომ დანაშაული მსუბუქად ვისაც შეიძლება, ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს“. ჯაღმაიძის თქმით, ორჯერ თვითონ მიმართა ხელისუფლებას, ერთხელ კი პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ „დააყენა ეს საკითხი“ სთან. ჯაღმაიძისვე თქმით, „არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.
👉 ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის, „ერთსულოვნების“ ეთერში ისაუბრა 31 დეკემბერს.
❓ გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: „დასასრულს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, შევახსენოთ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ქაშუეთის ტაძარზე. თვეების განმავლობაში რამდენად დიდი როლი შეასრულა სხვადასხვა მოძღვარმა, რომელიც მორიგეობდა ტაძარში“.
👉 რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:
💬 „ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, რომ თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს საპატრიარქო დაპირისპირებულია მათთან.
პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, ნებისმიერი ჩვენი აქტივობა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ.
რაც შეეხება იმ ღამეებს, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო ცრემლმდენი გაზით და წყლით და ბევრი კადრია, როცა მამები აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, იფარებენ, ეზოში ჯაჭვად იდგნენ მამები და ამას ითვალისწინებდა სპეცრაზმი და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა პროტესტის მონაწილე, ყველა დაცული იყო.
ბევრი რამ კეთდება ციხეებში, 30-მდე სასულიერო პირი დადის ციხეებში. ჩვენ მათ პროექტებსაც ვაწვდით, ხშირად ხდება ხოლმე ციხეში, დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის სახელით ნობათი იგზავნება. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, მოითხოვოს მოძღვართან შეხვედრა და მორიგე მოძღვრები არიან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.