ლევან ღამბაშიძე: იმიტომ, რომ სადარბაზოში რო გვიპოვნიან მკვდარს, მერე არ თქვან რომ საფეხურზე აგვისრიალდა ფეხი

“მეგობრებო, ვართ ბრძოლაში. ჩვენ მშვიდობიანში, ისინი ძალადობრივში. ჩვენ ვდგავართ, ისინი გვცემენ; ჩვენ პოსტერები გვიჭირავს ხელში, ისინი წამალს გვიდებნ ჯიბეში; ჩვენ მარშებით დავდივართ, ისინი ციხეში გვსვამენ…
ამ ვითარებაში რაც უფრო მალე გადავეწყობით ახალ რეალობაზე მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
ვეღარ ვიცხოვრებთ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდით. ჩვენ კი არა – ვეღარავინ იცხოვრებს.
პოლიციელს ნარკოტიკის ჩადების ბრძანებას რომ მისცემ, ის მხოლოდ ოპოზიცონერებს კი არ ჩაუდებს, ჩაუდებს ძმაკაცის შეყვარებულის ბიძაშვილს, რომლის თავიდან მოშორება უნდა; ძმის ბიზნესპარტნიორს; მეზობელს, რომელიც სახლს არ მიჰყიდის და ა.შ.
შესაბამისად, უნდა გავიაზროთ, რომ სასამართლოს საბოლოო დასამარების შემდეგ, ახლა პოლიცია სამარდება ჩვენს ქვეყანაში. და რახან ეს ხდება, ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ უნდა ავიღოთ. ამის უფლება ჩვენ გვაქვს. პოლიცია იმიტომ არსებობს რომ ჩვენ არ ვიძალადოთ და პოლიცია თუ ძალადობს როგორ დავიცვათ თავი?
პირველ რიგში, თავდაცვა შვილებს უნდა ვასწავლოთ.
აუხსენით, რომ ავტომატურად არ ენდონ არავის, ვინც პოლიციელად წარუდგენს თავს;
აუხსენით, რომ პოლიციელთან ნებისმიერი კავშირის დროს ყველაფერი გადაიღონ ან ლაივში გავიდნენ.
თუ რამდენიმე უფორმო ადამიანი მიუახლოვდება და თავს დაუცველად იგრძნობენ, იყვირონ მთელს ხმაზე. იქამდე იყვირონ სანამ გარშემო მყოფი ხალხის ყურადღებას არ მიიქცევენ.
თუ მოზარდია, მარტო ღამით სიარულისაგან საერთოდ შევაკავებინებდი თავს. ღამე პოლიციის თანამზრახველია.
ბარებიდან და კლუბებიდან მარტო არ უნდა იაროს არავინ. აუცილებელია 3-4 კაციან ჯგუფებში სიარული, ერთმანეთის მიცილება. აქციებს პირველ რიგში ეხება ეს.
ამასთან, მძღოლები ვინც ვართ ყველამ რეგისტრატორები უნდა დავაყენოთ და სადარბაზოებშიც კამერებია საჭირო. იმიტომ არა, რომ ამას მურუსიძის სასამართლოში მტკიცებულებად გამოვიყენებთ. იმიტომ, რომ სადარბაზოში რო გვიპოვნიან მკვდარს, მერე არ თქვან რომ საფეხურზე აგვისრიალდა ფეხი.
კიდევ ბევრი რჩევა იქნება ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრების შესახებ და ვინმე თუ ერთად მოუყრის თავს და ან ბროშურად გამოსცემს ან ელექტრონულად დადებს სადმე კარგი იქნება,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .