: თქვენ არ გრცხვენიათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მისი ეროვნული გმირის მკვლელის განადგურების ამბავს არც კი ახსენებს?

“უკრაინელებმა მოკლეს გიორგი ანწუხელიძის ერთ-ერთი მწამებელი.
ბევრი ჩივის, ამ ამბავზე ერთი სიტყვაც არ დასცდენია რეჟიმის არცერთ წარმომადგენელსო. როგორ წამოსცდებოდა?
რეჟიმის პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი ცოტა ხნის წინ უკვე ღიად აცხადებდა, უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვება კი არა, პირიქით, ჩვენი დამარცხება იქნებაო. ანუ რუსეთის გამარჯვება იქნება ჩვენი გამარჯვებაო.
არ უნდა დიდი გეოპოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, თუ ვის მხარეს არის დღეს ივანიშვილის რეჟიმი. ანწუხელიძის მკვლელის მხარეს. ცალსახად.
და მაგიტომაც ჩამოემხობიან ისევე სწრაფად, როგორ სწრაფადაც გადაწყვიტეს აქ რუსული დიქტატურის მოწყობა.
სანამ ანწუხელიძის სახელი იქნება ცოცხალი, მანამდე “ქოცი” იქნება ღალატისა და საკუთარი ქვეყნის მტრობის აღმნიშვნელი სიტყვა. ანწუხელიძის სახელს კი ესენი ვერასოდეს გააქრობენ.
პ.ს. ღირსებით ევროპისკენო ხომ გპირდებოდნენ? ევროპა ხო ჩახსნეს? გეგონათ ღირსება დაგიტოვეს? თქვენ არ გრცხვენიათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მისი ეროვნული გმირის მკვლელის განადგურების ამბავს არც კი ახსენებს? რა, დაგვბომბავდა ვინმეს რომ ეთქვა სამართალმა იზეიმაო?
და საქართველოს რომ ევროპულობას და ღირსებას გამოაკლებ, ხვდებით ხომ სადაც ამოგაყოფინათ რეჟიმმა თავი?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)