ლევან ღამბაშიძე: ეს კანონი საზოგადოებას ხლეჩს, საზოგადოების ქსოვილს ანადგურებს, ნათესავებს და მეგობრებს გადაჰკიდებს ერთმანეთს

“ოცნების ამომრჩეველმა და ნეიტრალურებმა ასეთი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს:
ვიცი რატომ შემოიტანეს ეს კანონი მეორედ?
პასუხია არა. არავინ იცის რატომ შემოიტანეს. უფრო სწორედ, რასაც ამბობენ მიზეზად, ეგ რომ არ არის მიზეზი ეგ იცის ყველამ. ის რომ ეს კანონი ასეთ დაპირისპირებად არ ღირდა ეგ იცის ყველამ.
ერთადერთი რაც რჩება, არის ის, რომ უთხრეს და იმიტომ შემოიტანეს.
ხოდა ათმაგი ცინიზმია გამჭირვალობაზე ზრუნვა მოიყვანო მიზეზად, მაშინ როდესაც საკუთარმა ამომრჩეველმა კი არა, პარტიის წევრებმაც არ იციან რეალური მიზეზი.
ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან არის არაქართული. ეს კანონი საზოგადოებას ხლეჩს, საზოგადოების ქსოვილს ანადგურებს, ნათესავებს და მეგობრებს გადაჰკიდებს ერთმანეთს. ისეთ დაპირისპირებას აჩენს რომელიც დიდი ხანი ვერ მოგვარდება.
მთავრობის პირველი ამოცანა საზოგადოების კეთილდღეობა და მისი მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაა.
ამას აკეთებს ეს კანონი? არა. პირიქით.
ამიტომაც უკან უნდა იქნას კიდევ ერთხელ გაწვეული.
დღეს შვიდ საათზე ყველანი რუსთაველზე. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს აღარაფერი დარჩა,” – წერს ფილოსოფოსი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ