: ერთი ვერსიით, გელაძე რაღაც გარჩევების გამო გამოხატულ პრინციპულ პოზიციას შეეწირა. მდინარაძე არ ვიცი რას

ფილოსოფოსი :
,,მდინარაძის სუსში გადასვლის შემდეგ ნამდვილად დასუსტდა ოცნება. ორი პროპაგანდისტი დარჩათ: პაპუაშვილი და . ყველა უთოდან მათი ბოდვები ისმის, ყველაფორმატის დებატებში მიიღეს მონაწილეობა, ყოველ დღე რაღაც გადაცემაში სხედან წარწერით “ექსკლუზიური ინტერვიუ”, რაც სიგიჟეა, ვინაიდან ექსკლუზიური იშვიათს ნიშნავს და ეგ ორი უკვე თანაწამყვანის როლში უფრო არიან, ვიდრე სტუმრების. მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება ნამდვილად წაადგება რეჟიმს, ვინაიდან მისი კალიბრის ამ დროის მანძილზე ვერავინ მოძებნეს. გორდულაძეს რომ უყურებს ხალხი ტელევიზორის ამოტრიალება უნდება, ვერ გებულობს წვერი რომელია და თმა რომელია. მაჭავარიანი არ არის ცუდი, მარა ბლატაობს და მაგის გამო დასცინიან. სხვა ვინ ჰყავთ რო?
მაგრამ უცნაური ამ ამბავში არის ის, რომ გელაძეს არ ჰქონდა ცუდი რეპუტაცია. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო კვირაში ერთ დაჯგუფებას იჭერდნენ, პრივილეგიები თითქოს გაუუქმა რეჟიმთან ახლოს მყოფ ხალხს, რაღაც ახალი პოლიციური წესრიგი დაამყარა, რომელიც პოლიციას აქამდე თითქოს აკლდა. ბევრი ქოცისგან მსმენია მისი ქება. ასევე მდინარაძის. რომ სუსმა მისი მმართველობის მოკლე დროში ბევრ რამეს მიაღწია. იქ ტერორიზმი, იქ ნარკოტრეფიკინგი, იქ ამერიკაში ვიზიტები… მოკლედ, ორივეს ძალიან აქებდნენ იქ, სადაც იყვნენ.
ხოდა რატომ უნდა შეცვალო ის, რაც მუშაობს? ორი მიზეზია: ან არ მუშაობს, ან ისე არ მუშაობს, როგორც შენ გინდა. და თუ ხალხი კმაყოფილი იყო, ვის არ მოსწონდა ამათი მუშაობა და რატომ?
ერთი ვერსიით, გელაძე რაღაც გარჩევების გამო გამოხატულ პრინციპულ პოზიციას შეეწირა. მდინარაძე არ ვიცი რას.
ყოველ შემთცვევაში, რეჟიმის მხარდამჭერი რომ ვიყო მაგრა დავიღლებოდი ამდენი ცვლილებით. შეაჩვევენ რაღაცას, ეუბნებიან რომ იდეალური მდგომარეობაა, ქებას შეაჩვევენ და ამ დროს ყველაფერს ცვლიან. რანაირად არის ეს ჭკვიანური პოლიტიკა? რანაირად არ უჭირს რეჟიმს? რანაირად გაქააჩავენ დიდხანს ასეთი არასტაბილურობით?”