ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ტრამპის და პუტინის შეხვედრას ქოცების მხარდამჭერები პუტინის გამარჯვებად აცხადებენ. ხვდებით ხომ რა დღეში ჩააგდო რეჟიმმა?
მარა იქნებ მარტივი შეკითხვების დასმით დავეხმაროთ სიმართლის გაგებაში:
1) საერთოდ რატომ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ამერიკაში? ხო ყველაფერი კარგად აქვს? რატომ ცდილობს ამერიკის დახმარებით იმ ომის შეჩერებას, რომელსაც იგებს? ანუ ძალიანაც არ იგებს ხო?
2) ვინ უფრო მნიშვნელოვანია, ვინც იბარებს თუ ვისაც იბარებენ? ვისაც ეახლებიან, თუ ვინც ეახლება?
3) ნეიტრალურ ადგილას კი არ შეხვდა პუტინი ტრამპს, არამედ ამერიკაში – ტრამპის ქვეყანაში. ანუ დიდად არჩევანი არ ჰქონდა და ფეხები არ უბაკუნებია ხო? და რატომ ნეტა? აი სტალინი რომ გიყვართ, ეგ ჩავიდოდა ამერიკაში?
4) როგორ ფიქრობთ, რას განიცდიდა იმპერიალისტი პუტინი(და ყველა რუსი), რომლისთვისაც მთავარი მიწის შემოერთებისა და გაფართოების საკითხია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი იმ მიწაზე მიიწვიეს, რომელიც ამერიკელებმა რუსებს დაახიეს? ვითომ სიამაყეს?
5) იმედია უფრო მარტივი გასაგებია იმ გამანადგურებლის ფრიალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ირანის ობიექტები შეუმჩნევლად დაბომბა და რომლის ალასკაში ყოფნასაც არანაირი სხვა მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარდა იქ ყოფნისა.
კიდევ რამდენიმე დეტალიც შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ ერთბაშად ხუთი შეკითხვაც ნამეტანი ბევრია ხალხისთვის, ვინც შეკითხვებს მესამე კლასიდან მოყოლებული აღარ სვამს.