“ასეთი სომხური ანეგდოტია:
ბავშვი პაპისეულ თოფს გადაცვლის საათში და მამა მოვა და ჭკუას არიგებს: მტერი რო მოვა და ბებია-ბაბუას მოგიკლავს, მშობლებს დაგიხოცავს, და-ძმას დაგიხოცავს, სახლს გადაგიწვავს… შენ რას ეტყვი, “ორის ნახევარია?”
ოკუპირებული ქვეყანა რო ხარ, რეგიონში ომი როა, რეგიონს მიღმაც რო ომია, დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები რო მიმდინარეობს, ევროკავშირის გაფართოება რო იგეგმება… და ამ დროს შენ პარლამენტში ხმას აძლევ მომღერალს, რამე უბედურება რო თავს დაგვატყდება რას აპირებ, ჩაკრულოს?
და ის რომ ოცნება მომღერლებს წარადგენს, ხვდებით ხომ რამხელა ტყუილია მთელი ეს ომის პარტია და მეორე ფრონტი. თუ ეს გაჭირვება რეალურია, თანამებრძოლებს უნდა აგროვებდნენ და არა მომღერლებს,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.