ლევან ღამბაშიძე გიორგი გაბუნიას მიმართავს: ხოდა ის ერთი პრემიერია შენი ძმა და თანამოქალაქე და დანარჩენები ამ ქვეყანაში შენი სტუმრები ვართ?

“ოცნების გასართობი შოუს ერთი წამყვანი გამოვიდა სიტყვით, პრემიერს მოკვლით დაემუქრა ომის პარტია და ყველა ქართველი უნდა აღუდგეს ამას წინო. ერთ ქართველს, ჩვენს ძმას როდესაც ასეთი რამით ემუქრებიან, გვერდით უნდა გადავდოთ ყველა პოზიცია და ის უნდა დავიცვათო.
კაიჩემოძმაო.
ის რომ გვერდით გადავდოთ რომ ომის პარტია არ არსებობს და რომ იმ ევროკომისარმა პრემიერს უბრალოდ უთხრა რომ რადიკალიზაციას ცუდი შედეგები მოჰყვება და როგორც ქვეყნის ლიდერი კარგად დაფიქრდი გიღირს თუ არა სიჯიუტე ამადო.
ორი თვეა უკვე საქართველოს მთავრობა ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს და დებს:
ა) უკანონოდ აპატიმრებს დაუჯერებელი მუხლებით;
ბ) მშვიდობიან ხალხს გაზით ხუთავს და არბევს;
გ) სახლში უვარდება და ფიზიკურად უსწორდება;
დ) სატელეფონო ტერორს უწყობს;
ე) აჯარიმებს სრულიად უკანონოდ;
ვ) სამსახურებიდან უშვებს ან მისი დაკარგვით აშანტაჟებს
ზ) ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს, აგენტებს, აიქიუნაკლოვანებს და მოღალატეებს უწოდებს….
ხოდა ის ერთი პრემიერია შენი ძმა და თანამოქალაქე და დანარჩენები ამ ქვეყანაში შენი სტუმრები ვართ?
იტყუები რომ გჯერა ამ ბოდვების, ეგ შენი არჩევანია. მაგრამ ამ ტყუილს რაღაც ჰუმანისტური არგუმენტებით რომ ალამაზებ, მაგის ან მორალური ან ინტელექტუალური საფუძველი უნდა გქონდეს,” – წერს ფილოსოფოსი ლევა ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ