ლევან ღამბაშიძე: გაჩნდეს საფუძველი აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოსახდელად…

““კაროჩე, ამერიკოსებმა იმინა გკრიშავთო და ამან ნაპოლეონი ვარო და გააქანა და შევარდა და რუსები გამოშტერდნენ რო რას შვებითო ბიჭო, გიბრუნებთო და ამერიკოსებმა, რო უბრუნებთ მაგიტოო და გამოუშვეს მაკრონი, ხო აზზე ხარ, რო აი ევროპაც გკრიშავთ და მერე ამათმა მაგარი მაყითი მოჭრეს ჯარის ტუფლებზე და ….”
აი ეს, წითელკლიონკაგადაფარებული სამზარეულოს მაგიდის გარშემო მიმდინარე ჭორაობა გამოამზეურეს და ვიღაც ვითომპარლამენტარები ვითომ რაღაც კომისიაში სხედან და ვითომსერიოზული სახეებით განიხილავენ.
ამ ცირკის ამოცანებია:
ომის დაწყება კონკრეტულად სააკაშვილს დაბრალდეს და კიდევ ერთხელ ჩაბეტონდეს მითი შიდა მტრის შესახებ;
თუ გაქაჩავენ დაიჭირონ რაც შეიძლება მეტი ნაციონალი;
დასავლეთი წარმოჩინდეს ომის მოსურნე პროვოკატორად;
რუსები წარმოჩინდნენ მშვიდობისმყოფელებად და არა აგრესორებად;
გაჩნდეს საფუძველი აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოსახდელად, რაც თავისმხრივ მათ სიმართლეს დაამტკიცებს და შესაბამისად მათ უფლებასაც აღიარებს, ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფოები;
პროპაგანდამ ისეთი დღისწესრიგი შექმნას, რომ მოქალაქეებმა ამ ცირკის გარდა სერიოზულ საკითხებზე აღარ იფიქრონ.
ამ ცირკიდან გამოსული არცერთი საკითხი განხილვის თემა არ უნდა იყოს. ყველაფერი ფარსია, თავიდან ბოლომდე. ამ თემებზე ლაპარაკი ნიშნავს, რომ პროპაგანდა მუშაობს.
თუ რამე უნდა გვცოდნოდა აგვისტოს ომზე, ყველაფერი ვიცით. 12 წელი არცერთი ქართველი არ ინახავდა რამე საიდუმლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სოზარ სუბარს არ უკითხავს მისთვის სინამდვილეშინრა მოხდა.
მოხდა ის, რომ რუსეთმა დაგვიპყრო. ჩვენ თავი დავიცავით. ესაა და ეს.
და ვაი იმ ქართველს, ვისაც ამის ახსნა სჭირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება, ეს ღირსების შემლახავი მოპყრობაა – სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს, რადგან ელენე ხოშტარიამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ – ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს – მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება