ლევან ღამბაშიძე: გატელევიზორებული სიგიჟე თუ აქამდე ნანახი არ გქონიათ, აგერ ეს ნახეთ

“გატელევიზორებული სიგიჟე თუ აქამდე ნანახი არ გქონიათ, აგერ ეს ნახეთ.
საერთოდ არ მაქვს პრობლემა, რომ პოლიტიკურმა ოპონენტმა თავისი იდეა გაიტანოს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს არგუმენტირებულად. ოღონდ ეს არგუმენტები მხოლოდ ჩემთვის არ არის, საკუთარი ამომრჩეველისთვისაცაა. ჯერ იმან უნდა გაიგოს რას ამბობს პოლიტიკოსი და რანაირად ცდილობს მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.
ხოდა ოცნების ამომრჩევლებს არ გრცხვენიათ? ჩვენ გვატყუებენ გასაგებია, მაგრამ თქვენ რო ეს ჩალა უნდა ჩაიდოთ პირში და ოქტომბრამდე ღეჭოთ არ გიტყდებათ?
თუ თქვენც ფიქრობთ რომ უცხო ქვეყნის აგენტობა კარგია იმიტომ, რომ უცხო ნიშნავს რაღაც საინტერესოს?
მართლა გულისამრევია ოცნება თავის ამ გონებაჩლუნგებზე გათვლილი პროპაგანდით,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება