ლევან ღამბაშიძე: აქციიდან სახლში მიმავალი მამის მცირელოვანი შვილების თვალწინ გალახვა რამდენად ჯდება ქართულ, კაცურ, ქალურ, ქრისტიანულ, ქალაქურ, უბნურ კულტურაში?

“აქციიდან სახლში მიმავალი მამის მცირელოვანი შვილების თვალწინ გალახვა რამდენად ჯდება ქართულ, კაცურ, ქალურ, ქრისტიანულ, ქალაქურ, უბნურ კულტურაში?
და მარიამ ბაჯელიძის შვილი რომ საბნის ქვეშ იმალებოდა, სანამ ვიღაც შავებში ჩაცმული ხალხი დედამისს ქვეყნის ღალატს ედავებოდა?
ორი კაცი მე ვიცი, რომელმაც ქვეყანა იმიტომ დატოვა, რომ შვილების მოკვლით ან დაჩაგვრით დაემუქრნენ.
და პატიმრების ოჯახის წევრებზე რას იტყვით? უმამოდ გაზრდილ შვილებზე და დამშვიდობების გარეშე გარდაცვლილ დედებზე?
სამსახურიდან გაგდებული ხალხის ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახებზე?
სია ძალიან, ძალიან გრძელია.
თქვენ გგონიათ ჩვენ ოჯახები არ გვყავს, მშობლები და შვილები არ გვყავს და ახლობლები, რომლებიც ჩვენზე ნერვიულობენ?
თუ გგონიათ რომ მხოლოდ ჩვენი ოჯახები უნდა დაიჩაგრონ, სანამ სხვა ოჯახები ჰყვავიან?
ეგრე არ გამოვა.
და რა არის გამოსავალი?
კანონის უზენაესობა. ის, რასაც პროტესტში მყოფი ხალხი უკვე ასსამოცდაათ დღეზე მეტ ხანს ცდილობს გაგაგებინოთ: არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.
მშვიდობა მარტო ჩვენთვის კი არა, არავისთვის არ იქნება. ზუსტად ამის გამო იქცევიან უდიდესი ძალაუფლების პატრონები პარანოიკებად. თუ მართვას სამართლის ნაცვლად ძალადობაზე აფუძნებ, მუდამ უკან მოხედვა მოგიწევს. მშვიდად ვერ იცხოვრებ, ვერც შენ და ვერც შენი ოჯახის წევრები.
იმიტომ, რომ თუ სამართალი არ არსებობს, რჩება მხოლოდ შურისძიება.
შურისძიებას კი არც ვადა გასდის და არც იმპულსი. მხოლოდ სამართალს შეუძლია მისი განეიტრალება.
უჩივლეთ ზონდერებს, დაიჭირეთ ხალხის მწამებლები და მერე განვთანაბრდებით.
ამის ნაცვლად, საკუთარ სასამართლოში აქტივისტების წინააღმდეგ ჩივილი რამეს კი არ ანეიტრალებს, პირიქით, უსამართლობის განცდას და უსამართლოდ ჩაგრულ ხალხთა რაოდენობას, შესაბამისად შურისმაძიებელთა რაოდენობას ზრდის.
საკუთარი ოჯახი უნდა გიყვარდეს პირველ რიგში, სხვისი ოჯახების გაუბედურებაზე რომ თქვა უარი,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს