“რუსების ადგილობრივი ფილიალი, ქართული ოცნება, ცდილობს გააკეთოს ის, რასაც ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმი აკეთებს ხოლმე: გააიგივოს პარტია და ერი ერთმანეთთან.
ყველა განცხადებას, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან პარტიის მიმართ კეთდება, რეჟიმი თარგმნის როგორც თავდასხმას ქართველ ერზე.
თან ეს პროპაგანდისტული ვერტიკალიც კარგად აქვთ აწყობილი – ერს წარმოადგენს პარტია, პარტია არის ივანიშვილი, ივანიშვილი ქართველი ერია. ის არის ჩვენი მცველი, სუვერენიტეტის შემანარჩუნებელი, ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი, სიქველის წყარო და ა.შ.
არ გამოვა ასე. განსაკუთრებით დღეს არ გამოვა.
ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო იმიტომ ვართ, რომ თითოეული ქართველის და მთელი ერის ნება არის რომ დამოუკიდებლები ვიყოთ. ჩვენ ამისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი: 9 აპრილს და რუსეთთან რამდენიმე ომში. აი მაგიტომ ვართ დამოუკიდებლები და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც იდუმალი ხერხებით, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის ეს დამოუკიდებლობა რაღაცნაირად მოიპოვა და შეინარჩუნა.
ყველა, ვინც პარტიას და ერს აიგივებს განწირულია მარცხისთვის. პარტიები ფუძნდებიან და ქრებიან – ერი უკვდავია. ამის მტკიცებულებაა მთელი საქართველოს ისტორია. ასჯერ გვყოლია ქოცების მსგავსი მოღალატეები თავზე მომჯდარი და ასჯერვე ამოაფურთხა საქართველოს ისტორიამ
ისინი. ასევე დაემართებათ ამათაც.
არანაირი ტოლობა “მმართველ” პარტიასა და ქართველ ხალხს შორის არ არსებობს. ეს რომ ასე იყოს დღეს რუსთაველზე საზეიმო მსვლელობებს მთავრობა უნდა აწყობდეს და არა ხალხი,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.