ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს – გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის, 8 წლის და 12 წლის წინაც!

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს.”
ქარუმიძე წერს, რომ ნამდვილად ასეა და დასძენს, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. მისი თქმით, ხალხმა იგივე გააკეთა 4, 8 და 12 წლის წინაც.
“დიახ, ნამდვილად! ასევე გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას.
იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ.
და 8 წლის წინ.
და იცით რა?
ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!” – წერს ქარუმიძე X-ზე, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც პარტია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს