ლევან ფერაძე: როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს და 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს ივანიშვილის და კობახიძის ფეხია

ექიმი ლევან ფერაძემ, მას შემდეგ რაც გადაცემა “რეაქციაში“ ზვიად მაისაშვილის ცემის კადრები გავიდა, მომხდარში თავად სახელმწიფო და მისი თითოეული წევრი დაადანაშაულა.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს და 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს კობახიძის, ივანიშვილის, ყაველაშვილის და თითოეული მინისტრის დანაშულია.

როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს, 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს პოლიციელის ფეხი აღარ არის, ეს სახელმწიფოს ფეხია, კობახიძის, ივანიშვილის, ყაველაშვილის და თითოეული მინისტრის ფეხია მოხვედრილი. ასევე თითოეული ელჩის და ადამიანის. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად, – განაცხადა ლევან ფერაძემ.