ლევან სანიკიძე – ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს მორიგი კრიტიკული გზავნილია – ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და 26 ოქტომბრის მნიშვნელოვან ტესტს აკვირდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის შეფასებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება მორიგი კრიტიკული გზავნილია. როგორც სანიკიძემ განაცხადა, დასავლელი პარტნიორები მუდმივად ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საჭიროებისამებრ შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს მორიგი კრიტიკული გზავნილია. ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 26 ოქტომბრის მნიშვნელოვან ტესტს აკვირდებიან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მეორედ, ს გზით შეიცვალოს და ახალი, პროდასავლური მთავრობა მოვიდეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით გზავნილებს, ნამდვილად არ არის გასაკვირი, მათ შორის ჰელსინკის კომისიის მხრიდან, რომელსაც არაერთი გზავნილი გაუკეთებია „ქართული ოცნებასთან“ მიმართებით. ხელისუფლება დაკავებულია ანტიდასავლური პროპაგანდით, არჩევნებში „შავ ფულს“ იყენებენ. ბუნებრივია, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს ველით. დარწმუნებულები ვართ, სულ რაღაც 9 დღეში, ჩვენს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ამერიკის რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიასთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის სანქცირების მიმართულებით. გვახსოვს სასამართლოს „კლანის“ წევრების სანქცირება, ამას მოჰყვა უკვე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირება. ბოლოს გვახსოვს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, „ხარებას“ და მისი კოლეგის დასანქცირება, რომელსაც ივანიშვილმა არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვა დაავალა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საჭიროებისამებრ შესაბამის ზომებს მიიღებენ. დარწმუნებულები ვართ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მთავარ სანქციას ქართველი ხალხი საკუთარი საარჩევნო ხმის უფლებით გამოიყენებს და 26 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისგან განაჩენი გამოტანილი ექნება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.