ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც ის საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს მიმართავს.
სანიკიძის შეფასებით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს ის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოგვიწოდებენ.
„არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ კაცს? ჩარევას თუ კი ისინი ეძახიან იმას, რომ მოგვიწოდებენ, ქვეყანაში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არ ყალბდებოდეს, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევის და თავყბის დალეწვით არ იყვნენ დაკავებულები, არ ვიცი, ამას თუ ეძახიან ჩარევას, არ მგონია რომ ეს ჩარევა იყოს.
სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. ქვეყანაში არ უშვებენ ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს გრძელვადიან მისიას, რომელიც უნდა დაკვირვებოდა ე.წ. საარჩევნო პროცესს. წმინდა წყლის რუსული სპეცოპერაცია ტარდება, სადაც შეუძლებელი იქნება, სულ რომ გაყალბება დასჭირდეთ, ამ გაყალბების დამტკიცებაც კი. [შალვა პაპუაშვილმა] ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სანიკიძე ასევე, გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ დაიწყეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა.
სანიკიძის თქმით, „მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ შიგნით წარმოუდგენელი ბრძოლაა გაჩაღებული, მოპარული ფული ვის ჯიბეში უნდა აღმოჩნდეს და ეს კორუფციული სქემები როგორ უნდა გადაეწყოს დან ირაკლი ზე, სხვის დეკლარაციაში ქექვა, უბრალოდ ამორალურობად მიმაჩნია“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ის საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს მიმართავს, „დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ქართველი ხალხის უფლებას, უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი“. პაპუაშვილის თქმითვე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს“.