ლევან სანიკიძე: სირცხვილია, ბრძოლის ღალატია რაც ახლა ხდება

“დიდი ამბავი ატყდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე.
წვალობს სამთავრობო მედია. ფეხებზე კიდიათ კი არა, სინამდვილეში თუ ვინმეს უნდა ამ სპეცოპერაციაში ოპოზიციის თანამონაწილეობა, სწორედ ივანიშვილის რეჟიმია.
მარტივად და გასაგებად წერია, რომ “ადგილობრივი საქართველოს დემოკრატიის მორიგი გამოცდაა”.
კი, ან ოპოზიცია გაიყოფა და ნაწილი ნებაყოფლობით გახდება ბიძინას სისტემური ოპოზიცია, ან ეს არჩევნები არ შედგება.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ გამოცდას ატარებს რუსი ოლიგარქი, რომელმაც 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა და ახლა არალეგიტიმური ხელისუფლების ხელით ძირს უთხრის დემოკრატიას.
იქვე ნარნარადაა მიწერილი, რომ ივანიშვილის ჯიბეშია და ახალი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიუკერძოებელმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს.
იმის მაგივრად მთელი ოპოზიცია ამაზე აპელირებდეს, რაღაც ნაწილმა “მოქოქა” კამპანია – “ებიჭო შევარდეთ ახლა არჩევნებში”.
აი იმას ვერ კითხულობენ, რომ ოპოზიციამ ეს ტესტი ისე უნდა ჩააბაროს, ერთიანობით როგორც ქუჩის საპროტესტო აქციების დროს მოხდა, ამას უკვე მათი კამპანია აღარ ითვალისწინებს.
მითიურ მეორე ადგილზე ვინ გავა იმაზე მიდის უკვე წვალება შემსვლელთა მსურველებში.
სირცხვილია, ბრძოლის ღალატია რაც ახლა ხდება,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა