ლევან სანიკიძე საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე – როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდება მის პატრონს, იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში 5-იანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია

როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული ჩატარდება, „ხუთიანი“ დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში „ხუთიანს“ ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციის არ გავლასა და საარჩევნო ნომრის დაკარგვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, პარტია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ადრე თუ გვიან, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, პარტია კუთვნილ საარჩევნო ნომერს დაიბრუნებს.
„ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები და შეუპოვრები. ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, ჩვენ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ. ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული საარჩევნო ნომერზე. თუ უნდათ „ხუთიანის“ წაღება, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე. როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, „ხუთიანი“ დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში „ხუთიანს“ ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია“,- განაცხადა სანიკიძემ.
ლევან სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან -მ პარტიის თხოვნა არ გაითვალისწინა, შეუძლიათ საარჩევნო ნომრები იქ წაიღონ და დააბინაონ, სადაც არჩევნების შემდეგ კომისიის დასკვნას შეინახავენ.
„თავის დროზე ჩვენ ცესკო-ს ფორმალურად მივმართეთ, რომ „ხუთიანის“ ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში. მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ხუთიანი აახიონ“, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ იქ, სადაც სხვა დოკუმენტების შენახვაც მოუწევთ, მათ შორის იმ კომისიის დასკვნის, რომლის გამოქვეყნებასაც სექტემბერში აპირებენ“, – განაცხადა სანიკიძემ.