ლევან სანიკიძე: სააკაშვილს განაჩენს გამოუტანენ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინით შემკობისთვის მაშინ, როდესაც კობახიძე თემურლენგის მემორიალს ამკობს გვირგვინით

“დღეს ს და თემურ ჯანაშიას ე.წ. სასამართლო პროცესს დავესწარი.
“პიჯაკების საქმე” 10 წლის შემდეგ სრულდება. რეჟიმის მსახური მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ვინც მიშას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს ძალიან ჰგავს იმ ქოცს, რომელიც მუდმივად საუბრობს ორმხრივ ძალადობაზე და მოჩვენებითად გმობს მას.
ოდნავი ობიექტურობაა საჭირო დაფიქრებისთვის – თუ რიგით მოქალაქეს არ აძლევენ სამართალს, ბიძინას მთავარ მტერს ვინ მისცემს სამართლიანი სასამართლოს უფლებას?
სააკაშვილს განაჩენს გამოუტანენ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინით შემკობისთვის მაშინ, როდესაც თემურლენგის მემორიალს ამკობს გვირგვინით.
მიშას წლებს დაუმატებენ იმისთვის, რომ ბუშს, ბაიდენს, ტრამპს, კლინტონს უმასპინძლა მაშინ, როდესაც ოცნება გავრილოვსა და პოზნერს იკრავს გულში.
პოლიტპატიმრობა განწყობით არ განისაზღვრება, არც მოწონება/არმოწონებით. დასავლეთში ამაზე არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ვიყოთ თანმიმდევრულები მიდგომებში, ამით ყველანი მოგებულები დავრჩებით,” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.