ლევან სანიკიძე: რაც გურიაში ხდება ეს არის ივანიშვილის მიერ მოტანილი “მშვიდობის” ფასი, რომელსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ

“რაც გურიაში ხდება ეს არის ივანიშვილის მიერ მოტანილი “მშვიდობის” ფასი, რომელსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
კი, ასე თვლიან. ეს არის ხარკი, რომელიც ოცნებამ საქართველოს მოქალაქეებს დაადო.
4-5 წლის ბავშვები თხრილში დაიხრჩობიან? – არა უშავს, მთავარია მშვიდობა იყოს!
სახის ძვლებს დაგილეწავენ, უსამართლოდ დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ? – არა უშავს, მთავარია მშვიდობა იყოს!
ბათუმში ბავშვი შიმშილით მოკვდება? – არა უშავს, მთავარია მშვიდობა იყოს!
მთელი გურია თოვლში შველას ითხოვს? – არა უშავს, მთავარია მშვიდობა იყოს!
არ არის ხალხნო ეს მშვიდობა – ომია, ომი ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც მოსაგებია!
დღეს ბევრმა ძალიან სწორად გაიხსენა მიშა და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხშირად სტიქიების დროს აქტიური ქმედებების გამო აბსოლუტურად არასამართლიანად პოპულიზმის ბრალდებით იკიცხებოდა. გასაჭირში ყველამ იცოდა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით იდგა, პირველი პირიდან დაწყებული, სოფლის გამგებლით დამთავრებული.
რაციონალური აზრი და ოდნავი ობიექტურობაა საკმარისი იმის წარმოსადგენად, რა მოხდებოდა იმ მაღალჩინოსნების თავს, რომლებიც ასე მიატოვებდნენ ბედის ანაბარა გურულებს.
ამიტომ ნაცებს და ქოცებს შორის დაწერილი ტოლობის ნიშანი შუბლზე დაისვით!” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.