ლევან სანიკიძე: პირადად მოვისმინე ევროპარლამენტარებისგან როგორ აკვირდებიან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს

“რუსთაველის გამზირის პროტესტი ყველასია, ეს არის ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა.
ის რაც ორი დღეა ხდება არ არის პროცესისთვის კარგი. დასავლეთი ახლა ყველაზე მოტივირებულია, სანქცია-სანქციაზე მოდის, პირადად მოვისმინე ევროპარლამენტარებისგან როგორ აკვირდებიან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს.
გადასაშლელია გუშინდელი და გუშინწინდელი ფურცელი. იგივე აღარ უნდა განმეორდეს. ეგ არის ადგილი სადაც ყველას უნდა მოესვლებოდეს.
ვინც ამას ეჭვქვეშ აყენებს, ცდილობს ამ პროტესტის სახელით საუბარს, მოგვიწოდებს ალტერნატიული პროტესტის კერის შექმნისკენ, მინიმუმ გადაჭარბებული წარმოდგენისაა საკუთარ თავსა და შესაძლებლობაზე.
მე მკითხეთ როგორ მიხარია ანტიპუტინისტური აქციის დამბრევის, თვალების გამომთხრელის გვერდით დგომა? ბოდიში მაგრამ, ზოგი 2019 20 ივნისს მიხვდა ვინ იყო ბიძინა, ზოგი საერთოდ 2024 წლის 28 ნოემბერს, ზოგი 2012 წლის 2 ოქტომბერს.
ან სად შევიძინო რუსთაველის გამზირზე დასწრების ბილეთი? ვიღაცას ნაცი არ მოწონს, ვიღაცას გახარია, ვიღაცას მემარცხენე და დავერიოთ ერთმანეთს? ძალა მორევაზეა?
ყველას მოვუწოდებ, ჩამოდით მორალური პედესტალებიდან. არ არიან ქართულ პოლიტიკაში ისეთი ფიგურები, რომ ვინმეს ოლიმპოს მთიდან ესაუბრონ.
გინდა პოლიტპატიმრების თავისუფლება მოითხოვე, გინდა სააკაშვილის პოლიტიკური დევნის გასაპროტესტებელი ბანერი დაიჭირე, გინდა ჭიათურელ მაღაროელებს გამოუცხადე სოლიდარობა – ჩემთვის ყველას აქვს იქ დგომის უფლება.
დღესაც რუსთაველზე” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.