ლევან სანიკიძე: ახლა საუბარი არა თქვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა. ახლა გვაქვს შანსი გადავტეხოთ ყველა ის მითი, რაც აგვისტოს ომზე არსებობს!

ლევან სანიკიძე:
2008 წლის ომის შესახებ რუსული პროპაგანდის წარმატება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობის სიჩუმეზეც დგას. ეს შესაცვლელია!
ს ომის მსგავსად, 2008 წლის ომიც ტაბუდადებული თემაა, რაც ცალსახად და არაორაზროვნად არის შეცდომა!
მხოლოდ ზოგადი საუბარი ომის კონტექსტზე საკმარისი აღარ არის.
დავაკვირდეთ ახლა რაც ხდება – მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი და 5-6 კაცი საუბრობს მხოლოდ იმ დეტალებზე, რომელთა ცოდნაც საზოგადოებისთვის აუცილებელია.
დარწმუნებული ვარ, მაშინ სოციალური ქსელები, თანამედროვე მედია რომ ყოფილიყო, ომზე არსებული მითების კრიტიკული უმრავლესობა უბრალოდ არ იარსებებდა.
დააკვირდით, ამ ომით დაინტერესებული ადამიანი მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა და კურიერის ძველი გამოშვებების მიღმა ვერაფერს იპოვით, რაც ქოცურ პროპაგანდას მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ აყენებს.
მოგმართავთ მაშინდელ მინისტრებს, სამხედროებს, პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იყავით – დავიწყოთ ღია საუბარი, რა ხდებოდა 2008 წელს, რა უსწრებდა და რა მოსდევდა აგვისტოს ომს.
ახლა საუბარი არა თქვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა. ვიცი, მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი, წარსული იარების გახსენება, მაგრამ აუცილებელია.
ბევრი თქვენგანი რეპრესირებულია, ქვეყანაში არ არის, აქტიურ პოლიტიკას შეეშვა, მაგრამ ძალიან საჭიროა თქვენი ინფორმაცია, თქვენი სიმართლე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურებოდა.
ეს ინფორმაცია, გამოცდილება მხოლოდ თქვენი საკუთრება არ არის, მომავალ თაობას ჭირდება იცოდეს რა ხდებოდა ომის დღეებში.
გაშუქებისა და საზოგადოებამდე თქვენი სათქმელის მიტანაში მიგულეთ თქვენს გვერდით!
ახლა გვაქვს მომენტი, ახლა გვაქვს შანსი გადავტეხოთ ყველა ის მითი, რაც აგვისტოს ომზე არსებობს!
პ.ს. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში