ლევან საგინაშვილმა დევონ ლარატი დაამარცხა

ლევან საგინაშვილი თურქეთში East vs West 12-ის ღონისძიებაზე სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში კანადელ დევონ ლარატს დაუპირისპირდა. მოწინააღმდეგე „ქართველმა ჰალკმა“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მკლავჭიდელმა დევონ ლარატს აბსოლუტური უპირატესობით 2022 წელს King Of The Table 4-ზეც სძლია.