ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც საარჩევნოდ რჩებათ, საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობაა, ამომრჩევლის იმედი მათ არ აქვთ, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ

“თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რადიკალურ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ არ აქვს, შესაბამისად, რჩებათ პროვოკაციები.
“თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ, გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა. რატომ ? რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ კითხვა “რატომ”, პასუხი მარტივია: რა ქნან რადიკალ-მავნებლებმა, ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ, მათ არა აქვთ, სანდო პოლიტიკური ბიოგრაფია მათ არა აქვთ, შესაბამისად რჩებათ პროვოკაციები და “გაყალბდა-გაყალბდა” ხრიალი. აქ კი ყველაზე დიდი იმედიც აქვთმ რუპორ ტელევიზიები, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი უცხოელი პატრონ-დამფინანსებლები არიან. მთავარ შეკითხვაზე პასუხი კი, ჩვენ რა უნდა ვქნათ, გახლავთ შემდეგი: არც ხელისუფლებამ და არც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ უნდა დაუშვათ მათი გეგმის ამუშავება, ისე როგორც თავის დროზე ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მზაკვრული სცენარის განხორციელება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას